შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აჭარაში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1991 წელს დაბადებული ს.ბ. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “კოკაინის”, ასევე, ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანას” უკანონო შეძენა-შენახვა.
დანაშაულები 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“სამართალდამცველებმა, ბათუმში, ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “კოკაინი”, ასევე, ნარკოტიკული საშუალება “გამომშრალი მარიხუანა” ნივთმტკიცებად ამოიღეს”. – ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლითა და 273-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.