დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს მოქალაქედააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ამალია სულეიმანოვა დააკავა.

გამოიძების ინფორმაციით, ბრალდებულმა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფიზიკურ პირებზე გაასაღა ყალბი ასდოლარიანი კუპიურები. საგამოძიებო სამსახურის მიერ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია დიდი ოდენობით გაყალბებული ამერიკული ვალუტა.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაში30 რეგისტრირებული სუბიექტიდან სია მხოლოდ ოთხს აქვს წარდგენილი-ცესკო
შემდეგი სტატიამაკა ჩიჩუამ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრების მეუღლეები მიიღო