დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, სამი პირი დააკავა.

გამოძების ინფორმაციით, ბრალდებულებმა, საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებსა და ფიზიკურ პირებზე გაასაღეს ყალბი 16 700 აშშ დოლარი. ჩატარებული გამოძიების შედეგად, ამოღებულია ყალბი აშშ დოლარის კუპიურები.

საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7-დან 10 წლამდე.

banner
წინა სტატიაშიდიდთოვლობა აჭარაში – ხულოში თოვლის საფარმა სამ მეტრს მიაღწია
შემდეგი სტატიასაქართველოში 200 პარტიაა და ყველა ნამდვილად ვერ მოხვდება – ზაზა ხუციშვილი საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობაზე საუბრობს