დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანეს და აჭარის რეგიონში გაასაღეს აშშ-ის ყალბი 100-დოლარიანი კუპიურები.

„გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია 10 000 აშშ დოლარის ოდენობის ყალბი კუპიურა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 10 წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე ურსულა ფონ დერ ლეიენს ევროკომისიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს
შემდეგი სტატიასერგეი ლავროვი : გვინდა, ვიმეგობროთ და ვითანამშრომლოთ რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეების საკეთილდღეოდ