დიდი ოდენობით ბრილიანტის ქვების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე, ორი მოქალაქე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით ბრილიანტის ქვების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე, ორი მოქალაქე დააკავა.

როგორც „ინფო 9“-ს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, 2016 წლის 23 ნოემბერს, საბაჟო-გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ გავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთეს, რა დროსაც, საფულესა და ტანსაცმელზე სპეციალურად მოწყობილი სამალავში დეკლარირებას დაქვემდებარებული, 557 ერთეული ბრილიანტის თვალი აღმოაჩნდათ.

საგამოძიებო სამსახურის მიერ საქართველოში კონტრაბანდული გზით შემოტანილი ბრილიანტის ქვები ნივთმტკიცების სახით არის ამოღებული.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, 8-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიემზარ კვიციანი : “ჩვენ “ოცნებასთან” კონკურენტი არ ვართ, მათ ხმა უნდა მოგვცენ“
შემდეგი სტატიაშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო