„დიდი ოცეულის“ მონაწილეთა უმეტესობა რუსეთს აგრესორ ქვეყნად პირდაპირ არ მოიხსენიებს – ბორელი

„დიდი ოცეულის“ მონაწილეთა უმეტესობა რუსეთს აგრესორ ქვეყნად პირდაპირ არ მოიხსენიებს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა ევროკომისარმა, ჯოზეფ ბორელმა ინდონეზიაში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართული ორდღიანი შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ მინისტერიალმა და მის ფარგლებში გამართულმა ორმხრივმა შეხვედრებმა, მას უკეთესი წარმოდგენა შეუქმნა, თუ რა პოზიცია აქვთ ცალკეულ ქვეყნებს.

„ნამდვილად, მარტში გაერო-ს გენერალური ასამბლეის კენჭისყრაზე, 140-მა სახელმწიფომ დაგმო რუსეთის აგრესია და „დიდი ოცეულის“ არც ერთი წევრი, გარდა თავად აგრესორისა, ამ რეზოლუციის წინააღმდეგ არ გამოსულა. თუმცა, თუ როგორ უნდა წავიდეთ წინ და ომის შედეგებზე შეხედულებები მკვეთრად განსხვავდება. „დიდი შვიდეული“ და მსგავსად მოაზროვნე ქვეყნები ერთიანი არიან დაგმობასა და რუსეთის სანქცირებაში, მცდელობებში პასუხი აგებინონ რეჟიმს. თუმცა სხვა ქვეყნებს და ჩვენ ვსაუბრობთ „გლობალურ სამხრეთზე“, ხშირად განსხვავებულ თვალსაზრისი აქვთ.

პრინციპში, ყველა გმობს თავდასხმას ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტზე, თუმცა, როდესაც საქმე ეხება აგრესორის დასახელებას და მითითებას, თუ ვინ არის პასუხისმგებელი შედეგებზე, მრავალი თავს იკავებს სხვადასხვა მიზეზით. ზოგი მეტად არის შეშფოთებული ომის შედგებით თავისთვის, ვიდრე იმით, თუ ვინ არის პასუხისგებელი ამ სირთულეებზე და თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი. სხვები ჩივიან ორმაგ სტანდარტებზე ან უბრალოდ სურთ, შეინარჩუნონ კარგი ორმხრივი ურთიერთობები რუსეთთან. მრავალი ვერ ჩამოყალიბდა და არ სურს მხარის არჩევა, რადგან ეს საფრთხეს შეუქმნის მათ გეოპოლიტიკურ ინტერესებს“ – წერს ბორელი.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო
შემდეგი სტატიაგიორგი ვაშაძე შალვა პაპუაშვილს – აშშ-ს ელჩსა და დასავლელ პარტნიორებზე შეტევას გაემიჯნოს და ოლიგარქიული რეჟიმისგან მიღებული დავალებები „არ გააპრავოს“