“დიდი მიზნები გვქონდა, “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის ნარჩენების დამარცხება, მათი მილევად რეჟიმში გადაყვანა”

პარლამენტის ვიცესპიკერმა, მანანა კობახიძემ პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა. მანანა კობახიძის აზრით, კონსტიტუცია ცვლილებებს საჭიროებს, თუმცა მისი თქმით, წინასწარ კონკრეტული ცვლილების დაანონსება არასწორია.

„ჩვენი კონსტიტუცია გარკვეულ ცვლილებს საჭიროებს, ცვლილებები საზოგადოებასთან კონსესუსის გზით განხორციელდება. ეს იქნება საზოგადოების ერთობლივი გადაწყვეტილება,“- განაცხადა მანანა კობახიძემ.

მანანა კობახიძის თქმით, ქართული ოცნება საკონსტიტუციო უმრავლესობას გამოიყენებს, რომ კონსტიტუცია გაუმჯობესებული იყოს.

„მოქმედ პრეზიდენტთან დაკავშირებით არავითარი გადაწყვეტილებები არ მიღებულა, ყოველდღე განსაკუთრებით, რუსთავი 2 მეკითხება ამ ცვლილებებზე, ეს არის ხელოვნურად აგორებული კამპანია,“- განაცხადა მანანა კობახიძემ.

პარლამენტის ვიცე სპიკერმა ოპონენტების ბრალდებებსაც უპასუხა.

„ქარიშხალს ტეხენ იქ, სადაც ამის საფუძველი არ არის, ჩვენ გუნდში კონსტიტუციის შეცვლის ერთადერთი მიზანია, რომ რაც ხარვეზიანია გამოსწორდეს. ის, რაც რატიანმა და მისმა პარტიამ სააკაშვილს მოარგო, ეს გავასწოროთ. რაღაც თემები ხომ სჭირდება ნაციონალურ მოძრაობას, თემა სჭირდება ხმაურისთვის, იხმაურონ,“- განაცხადა მანანა კობახიძემ.

მან მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზეც ისაუბრა და კონკრეტიკისგან თავი შეიკავა. პარლამენტის ვიცე სპიკერის განცხადებით, მთავრობის დაკომპლექტება პრემიერმინისტრის პრეროგატივაა.

“თანამდებობებისთვის ჩვენ არ გვიბრძოლია, გაცილებით დიდი მიზნები გვქონდა, ეს მიზანი მიღწეულია, მეორე ტურში გამარჯვება, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის ნარჩენების დამარცხება, მათი მილევად რეჟიმში გადაყვანა,“- განაცხადა მანანა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“ახალი მოსამართლეების გადაწყვეტილების შემთხვევაში, ე.წ გახმაურებული საქმეების განხილვა შესაძლოა, თავიდან დაიწყოს”
შემდეგი სტატია“ყველა საკითხი მოგვარებულია?…ხალხს “უტოპიურ თემებზე სალაპარაკოდ” არ მიუცი ხმა”