დიდი მადლობა გარდაბანს და გარდაბნელებს

jamarauliდიდი მადლობა გარდაბანს და გარდაბნელებს,-ასეთი კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, გოჩა ჯამარაულმა არჩევნების დასრულების შემდეგ.

მადლობა ყველას, მიუხედავას იმისა, ვინ მომცა ან არ მომცა ხმა. მე ვიქნები ყველას გამგებელი. პირველი ნაბიჯი პრობლემების მოსაგვარებლად იქნება ის, რაც პრიორიტეტულია მოსახლეობისათვის. ეს მათ უნდა ვკითხოთ“,-აღნიშნა ჯამარაულმა.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ გოჩა ჯამარაულმა გარდაბნის გაგებლის არცევნები სამმაგი უპირატესობით მოიგო.

ჯამარაულის კონკურენტი არჩევნებში ბესიკ კახაბრიშვილი (“ნაციონალური მოძრაობა”) იყო.

ცესკო-ს წინასწარი ინფორმაციით, 64-დან უკვე დათვლილია 37 უბნის მონაცემები. გოჩა ჯამარაულს ხმა მისცა 7771-მა ამომრჩეველმა (67.49%), ხოლო “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატ ბესიკ კახაბრიშვილს 3743-მა ამომრჩეველმა (32.51%).

გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში „ქართული ოცნებიდან“ მონაწილეობდა გოჩა ჯამარაული, „ნაციონალური მოძრაობიდან“   – ბესიკ კახაბრიშვილი.

banner
წინა სტატიაშიგარდაბანში, მე-4 უბანზე , ოქმზე წინასწარ მოაწერეს ხელი (ვიდეო)
შემდეგი სტატიახელისუფლებამ გამოიყენა ყველა მეთოდი – სუს-ი, ადმინისტრაციული რესურსი,”ზონდერები”