დიდი ხეივნის ქუჩაზე ერთ-ერთ სახლში ჩხრეკა გრძელდება

ორთაჭალაში, დიდი ხეივნის ქუჩაზე სპეცოპერაცია სავარაუდოდ ერთ-ერთი მოქალაქის, მ. ჩ-ს სახლში მიმდინარეობს.

როგორც მისი ახლობელი პირად საუბარში აცხადებს, მ.ჩ. გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების დროს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ ბარში იჯდა.

იგი ეჭვობს, რომ ბინის ჩხრეკაც ამ ფაქტს უკავშირდება.

ადგილზე კრიმინალური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. დიდი ხეივნის ქუჩაზე მუშაობენ კინოლოგებიც. სახლში იმყოფება თავად მ.ჩ-ც.

banner
წინა სტატიაშიშალვა ნათელაშვილი: ივანიშვილმა საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე უნდა აგოს პასუხი, ჰააგაში
შემდეგი სტატიაშსს კიდევ ერთ ვიდეო მასალას ავრცელებს, სადაც გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ბრალდებულის გადადგილებაა ასახული