დიდი კასტინგი და „საარჩევნო ცირკო“ უნივერსიტეტში-ლადო ჭანტურია რექტორად?

UNIVERSნარმანია მერის პოტს ტოვებს და თსუ-ს რექტორობისთვის იბრძოლებს?

 

დიდი კასტინგი და „საარჩევნო ცირკო“ უნივერსიტეტში

 

მიუხედავად იმისა, რომ ლადო პაპავა გადადგა და ვნებათა-ღელვა თითქოს დაცხრა, „თაიმერს“ უთხრეს, რომ ყველაფერი აწი იწყება და თსუ-ში დიდი ბატალიებია მოსალოდნელი. პრინციპში, ეს არც უნდა გაგვიკვირდეს, რადგან ზაფხულში, კერძოდ, 16 აგვისტოს აკადემიურმა საბჭოთბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი უნდა აირჩიოს. „ეს არჩევნები, შეიძლება, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ერთგვარი რეპეტიაცია აღმოჩნდეს,“ – გამოთქვამს თავის ვარაუდს ჩვენთან საუბრის დროს „თაიმერის“ წყარო და ძალიან საინტერესო საინტერესო ინფორმაციებს გვაწვდის.

საერთოდ, ისტორიას თუ თვალს გადავავლებთ, დავრწმუნდებით, რომ უნივერსიტეტი დიდი პოლიტიკური პროცესებისა და მღელვარების დაწყების ლოკომოტივია ხოლმე. შორს რომ არ წავიდეთ, იგივე 2003 წელს, სანამ „ვარდების რევოლუცია“ მოხდებოდა, მღელვარება სწორედ უნივერსიტეტში დაიწყო – ახალგაზრდული ორგანიზაცია „კმარა“ დაარსდა, რომელიც შვარდნაძის მთვარობას, ხატოვნად რომ ვთქვათ, სისხლს უშრობდა. როგორც მოგვანებით გაირკვა, „კმარას“ უკან რევოლუციონერი „ნაციონალები“ იდგნენ.

ასევე, უნივერსიტეტში დიდი ხმაური იყო მას შემდეგაც, რაც ხელისუფლებაში „ნაციონალები“ მოვიდნენ და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ქვეყნის ძალოვანი უწყებების ნახევარზე მეტი ამ სასწავლო დაწესებულებაში იყო მობილიზებული. მერე, როცა მიშამ თავისი „გაისწორა“, ანუ რექტორად თავისი ნდობით აღჭურვილი პირი გაიყვანა, ვნებათაღელვა დაცხრა და 9 წლის განმავლობაში, უნივერსიტეტში, „სიოც“ კი აღარ „ქროდა“.

„საუნივერსიტეტო ბუნტის“ ტრადიცია არც „ოცნების“ ხელისუფლების დროს დარღვეულა და სულ ახლახანს, „ჯავახიშვილში“ მოვლენები დრამატულად განვითარდა:

სტუდენტთა ორმა ჯგუფმა დამოუკიდებელ რეჟიმში აქციები დაიწყო. თავიდან მთავარი მოთხოვნა თითქოს „ოდეერების“ ინსტიტუტის გაუქმება იყო, მაგრამ საბოლოო ჯამში, ეს პროტეტსტი „ოდეერების“ „ალაგმვით“ კი არა, იმით დამთავრდა, რომ თსუ-ს რექტორმა, ვლადიმერ პაპავამ თანამდებობა დატოვა. სხვათა შორის, კულუარებში გაკვრით ითქვა, რომ პაპავას გადადგომა თითქოს „ნაცებმა“ ურჩიეს, მაგრამ ამ ვერსიას გაგრძელება არ ჰქონია. შესაბამისად, ამ კუთხით მსჯელობა ტრადიციულ ინკოგნიტო რესპოდენტთან არც „თაიმერს“ გაუგრძელებია, თუმცა როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ის, რაც თსუ-ში ხდება, წმინდა წყლის პოლიტიკური პროცესია.

„რასაც ახლა გეტყვით, შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ პაპავას გადადგომას – არც მეტი, არც ნაკლები – თბილისის მერის გადადგომაც მოჰყვება, – დამაჯერებლად ამბობს ჩვენი წყარო და მოვლენათა განვითარების ასეთ სცენარზე ლაპარაკობს, – ის, რომ დავით ნარმანია ივანიშვილს გულზე აღარ ეხატება, დიდი ხანია, ყველამ კარგად იცის, მაგრამ ისეთ „პრიჩინას“ ეძებს, რომლის გამოც ნარმანია მერის პოსტს დატოვებს. ახლა, ბიძინა რომ გამოვიდეს და იგივე ტექსტი თქვას, რაც მარგველაშვილზე თქვა, შევცდიო, ხალხის თვალში უკვე არასერიოზული კაცის სახელს „აიკიდებს“. ამიტომ, ნარამანიას მოხსნისგან ამ დრომდე თავს იკავებდა. ახლა კი, ეს „პრიჩინა“ სახეზეა: პაპავა წავიდა, უნივერისტეტის რექტორის სავარძელი თავისუფალია. ჰოდა, კოკელი ნარმანიასთვის, რომელიც ალბათ, თავადაც ხვდება, რომ დიდ შარშია, მერობაზე მომხიბლავი თსუ-ს რექტორობა უნდა იყოს. ნარმანიას, როგორც ვიცი, უკვე შეუგდეს სიტყვა, რომ მერის თანამდებობა დატოვოს და უნივერსიტეტის რექტორობისთვის ბრძოლაში ჩაებას. ჩემი გათვლით, ნარმანია ცდუნებას ვერ გაუძლებს და ამ მომხიბლავ შეთავაზებაზე დასთანხმდება, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ თბილისი მერის გარეშე დარჩება და, შესაბამისად, დღის წესრიგში ახალი მერის არჩევის საკითხი დადგება. თბილისის მერის ვადამდელი არჩევნები და საპარლამენტო არჩევნები კი, შესაძლოა, ერთდროულად ჩატარდეს,“ – არ გამორიცხავს ჩვენი წყარო, რომელიც ამ კონტექტსში ყოფილ პრემიერსაც ახსენებს და გამოთქვამს ვარაუდს, რომ თბილისის მერის ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობა, შესაძლებელია, ირაკლი ღარიბაშვილმაც მიიღოს.

ახლა, ალბათ, არავის სჯერა, რომ ნარმანიას თსუ-ს რექტორად აირჩევენ, მით უმეტეს, მაშინ, როცა ამ თანამდებობისთვის, როგორც „თაიმერმა“ გაარკვია, ჩვეულებრივი კასტინგია გამოცხადებული.

„მგონი, ერთი მე არ ვაპირებ გარექტორებას, თორემ დანარჩენი ყველა ამ პოსტს უმიზნებს,“ – ღიმილით ამბობს „თაიმერთან“ პრივატული საუბრის დროს ჩვენი წყარო, რომელიც ვინაობას, ტრადიციულად, არც ამჯერად ასახელებს.

ერთი სიტყვით, „თაიმერის“ ხელთ არსებული ინფორმაციით, თსუ-ს რექტორობის მსურველთა ფართო არჩევანია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ თანამდებობისთვის ბრძოლას აპირებს ჯერ კიდევ მოქმედი დეპუტატი, „ქრისტიან-დემოკრატი“ გია ჟორჟოლიანი, საინვესტიციო ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი კოვზანაძე, რომელიც თურმე, განაწყენებულია, რომ ძალიან მაღალანაზღაურებადი თანამდებობა დაატოვებინეს და, რაოდენ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოთ, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

ასევე, საარჩევნო მარათონში, შესაძლოა, ჩაებას მათემატიკოსი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ილია თავხელიძე.

ლადო ჭანტურია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე მის კანდიდატურას არ განიხილავს

 

„თსუ-ს რექტორობის კიდევ ერთი კანდიდატურა დიპლომატი ლადო ჭანტურიაა, თუმცა როგორც მე ვიცი, ლადოს კანდიდატურას მხარს პროფესორ-მასწავლებლები უჭერენ. „ოცნება“ კი ჯერჯერობით დატესტვის რეჟიმშია და ვერ გადაუწყვეტია, რექტორის კანდიდატურად ჟორჟოლიანი დაასახელოს, ნარმანია, კოვზანაძე თუ ხადური. სხვათა შორის, ბოლო დროს, თუ მედიაში გავრცებულ ინფორმაციებს თვალს ადევნებთ, ეს ჟორჟოლიანი ძალიან გააქტიურდა, ანუ იმის თქმა მინდა, რომ მასზე რამდენჯერმე დაიწერა, რომ თითქოს მომავალი პარლამენტის თავმჯდომარე იქნება, მაგრამ არ მგონია, ასე მოხდეს. სხვათა შორის, ისიც გავიგე, რომ რექტორობის სურვილი შესაძლებელია, ილია ვეკუას შვილიშვილმაც გამთქვას,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს ჩვენი წყარო და დასძენს, რომ თსუ-ს რექტორის არჩევნებში თავიანთი ინტერესი „ნაციონალებსაც“ ექნებათ, შესაბამისად, ისეთი მეტ-ნაკლებად შეუბღალავი რეპუტაციის კადიდატურის მოძებნა არ გაუჭირდებათ, რომელსაც არჩევნებში მიაღებინებენ მონაწილეობას.

„ასე რომ, დანამდვილებით გეუბნებით, თსუ-ს რექტორის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებზე არანაკლებ ბატალური იქნება და დიდი ცირკის მომსწრენი გავხდებით,“ – ამბობს „თაიმერის“ ინფორმატორი.

banner
წინა სტატიაში“ეროვნული ფორუმი” უმრავლესობას ტოვებს
შემდეგი სტატია“არჩევნების შემდეგ, ისეთ პარტიებთან შევქმნით კოალიციას, რომელსაც პროდასავლური კურსი ექნება”