ზვიად კვაჭანტირაძე: დიდი ინტერესით ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ნაციონალების დავალებაზე

„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში“ ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა.

სხდომას პროტესტის ნიშნად ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, ამ ცვლილებების შეტანით მმართველ გუნდს საკონსტიტუციო სასამართლოს დანგრევა სურს. „ნაციონალური მოძრაობა“ გიორგი მარგველაშვილს კანონპროექტზე ვეტოს დადებას სთხოვს. ამ მოთხოვნას კი უმრავლესობის დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ეხმაურება:

„ნაციონალურმა მოძრაობამ რამდენიმეჯერ მოუწოდა პრეზიდენტს, რომ აუცილებლად დაადოს ვეტო ამ კანონპროექტს და ჩვენ დიდი ინტერესით ველოდებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას ნაციონალების დავალებაზე. გუშინ ქართულმა ოცნებამ დაამტკიცა მისი უნარი და ძალა, რომ თემატური უმრავლესობის შექმნის პრობლემა მას არ გააჩნია პარლამენტში,“ – განაცხადა ზვიად კვაჭანტირატაძე.

banner
წინა სტატიაში“პრეზიდენტმა ამ კანონს ვეტო უნდა დაადოს” – ენმ გიორგი მარგველაშვილს მიმართავს
შემდეგი სტატიავენეციის კომისიას “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონის საბოლოო ვარიანტი გადაეგზავნება