“დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ეტაპზე მაინც ხელისუფლება არანაირ შეცდომას არ დაუშვებს

ქართულ ოცნებაში დარწმუნებული არიან, რომ ქვეყნის ვიზალიბერალიზაციას საფრთხე არ შეექმნება. მათი შეფასებით, ხელისუფელებამ ყველა აღებული ვალდებულება შეასრულდა და საბოლოო გადაწყვეტილება დადებითი იქნება.

ნაციონალურ მოძრაობაში იმედოვნებენ, რომ ხელისუფლება არ მიიღებს ისე გადაწყვეტილებებს, რომ ეს პროცესი შეფერხდეს.

“მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ეტაპზე მაინც ხელისუფლება არანაირ შეცდომას არ დაუშვებს და საფრთხეს არ შეუქმნის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც რეალურად ევროპას უკვე მიღებული აქვს,“ – აცხადებს თინათინ ბოკუჩავა.

თავისუფალ დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს მხრიდან ხელის შემშლელი ფაქტორები უნდა გამოირიცხოს და ევროპის მხრიდან გაჩენილ შეკითხვებსაც დროულად უნდა გაეცეს პასუხი.

banner
წინა სტატიაშითბილისის საერთაშორისო აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს – დაკავებულია ქალი
შემდეგი სტატიათსუ-ს მე-6 კორპუსში სასწავლო პროცესი განახლდა