“დიდი იმედი გვაქვს საფრანგეთის მხარდაჭერის”- ეკა სირაძე-დელონე პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტს გამოეხმაურა

news
ავტ.: news აპრილი 20, 2016 18:39

“დიდი იმედი გვაქვს საფრანგეთის მხარდაჭერის”- ეკა სირაძე-დელონე პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტს გამოეხმაურა

საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის დაწყებას ქმ ქვეყანაში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე-დელონე გამოეხმაურა. მისი თქმით საფრანგეთი საქართველოს მხარდამჭერია, განუხრელად უჭერს მხარს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და შესაბამისად მეგობარ ქვეყანაში პრეზიდენტის ვიზიტს დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მაშინ როდესაც უახლოეს მომავალში ევროკავშირმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი უნდა გადაწყვიტოს:
„დიდი იმედი გვაქვს საფრანგეთის მხარდაჭერის. საფრანგეთი განნუხრელად უჭერს მხარს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. თუმცა დღეს-დღეისობით ჩვენს წინაშე არის ვიზლიბერალიზაციის ამოცანები“- განაცხადა ეკა სირაძე-დელონემ.

news
ავტ.: news აპრილი 20, 2016 18:39