„დიდი იმედი არ მაქვს, რომ უმრავლესობიდან ვინმე მართლა გადადგამს იმ ნაბიჯს, რაც მათსავე დაპირებებში იყო,“

ბატონი გიგას კოლეგებს შორის კომკავშირული წარსული უფრო მეტს აქვს, ვიდრე ჩვენს შორის

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საკონსტიტუციო ცვლილებებს, დღეს პარლამენტში უყრიან კენჭს.

წარდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით, ცნობილია, რომ ოპოზიციური პარტიების წევრები და დეპუტატების ნაწილი მხარს საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ წინადადებას დაუჭერს, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო სისტემის შეცვლას და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

„დიდი იმედი არ მაქვს, რომ უმრავლესობიდან ვინმე გაიზიარებს საღ აზრს, გაითვალისწინებს მთელი დანარჩენი პოლიტიკური სპექტრის დამოკიდებულებას საარჩევნო სისტემისადმი და მართლა გადადგამს იმ ნაბიჯს, რაც მათსავე დაპირებებში იყო,“ – განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.

თავისუფალი დემოკრატების წევრის ზურაბ აბაშიძის თქმით, პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრიორიტეტი არის ის პროექტი, რომელსაც „ ზურგს 200 ათასი ადამიანის ხელმოწერა უმაგრებს.“

 

banner
წინა სტატიაშიგურჯაანში პოლიციის ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნეს
შემდეგი სტატიასაქართველოს ნატო-ს მიერ ლიცენზირებული ასეული ეყოლება