დიდი განხეთქილება სენაკის ,,ოცნებაში,,

,,თაიმერის,, ინფორმაციით, სენაკში სახელისუფლო პარტია იმდენად არეულია, რომ ,,ძაღლი პატრონს ვერ ცნობს,,
სენაკის მოქმედ განმგებელ გოჩა დგებუაძესა და ადგილობრივი ,,ქართული ოცნების,, რიონული ორგანიზაციის ლიდერს კახა რსუსიას შორის არსებულმა დაპირისპირებამ მერის პოსტის ხელში ჩაგდებაზე, პარტიის ლიდერები ისე შეაწუხა თბილისში, რომ იქ გადაწყვიტეს სენაკელთათვის ნაკლებად ცნობილი ახალგაზრდა კანდიდატი ლევან კუპრეიშვილი, თბილისიდან გამოეშვათ მერობის პოსტზე საბრძოლველად.
სენაკის მერობის კანდიდატს შეიძლება ითქვას, რომ არც ისე თბილად დახვდნენ ,,ოცნების,, ადგილობრივი ,,ბოსები,, და მოქმედი გამგეობა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ,,ოცნების,, სენაკის მერობის კანდიდატის წარსადგენად, სენაკში ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ ქვარაია ჩამოვიდა და მან წარუდგინა სენაკელებს… ისე, რომ სენაკის მაჟორიტარი, ,,ოცნების,, რაიონული ლიდერი და მოქმედი გამგებელი არც კი გამოჩენილან მერობის კანდიდატის გვერდით. მიუხედავად ამისა, მერობის კანდიდატმა უკვე თამამი განცხადებების კეთება დაიწყო.


,,თაიმერის,, ინფორმაციით, სენაკის მუნიციპალიტეტში მეორე საჯარო სკოლის დირექციამ, იმავე სკოლი მოსწავლეებს, 19 სექტემბერს გაერთიანებული მშობელთა კრება დაუნიშნა, რომელიც რატომღაც სკოლის ნაცვლად იქვე ახლოს მდებარე მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში ჩატარდა.
საგანგებო მშობელთა კრებაზე, სენაკის მუნიციპალიტეტში ,,ქართული ოცნების,, მერობის კანდიდატი ლევან კუპრეიშვილი გამოცხადდა, რომელმაც ეს შეხვედრა წინასაარჩევო აგიტაციისთვის გამოიყენა. კუპრეიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ბრძანა, რომ ის ,,ფაქტიურად სენაკის მერია,, და ამიტომ დამსწრეებს ერთ-ერთი მაჟორიტარი კანდიდატის – ზაზა ნაჭყებიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა. ,,ოცნების,, მაჟორიტარბის კანდიდატი ზაზა ნაჭყებია, იმავე უბანში იყრის კენჭს სადაც სენაკის ,,ნაციონიონალური მოძრაობის,, თავმჯდომარე ლაშა კუჭავა, ამიტომაც გაამახვილა ,,ოცნების,, მერობის კანდიდატმა ამ უბანზე ყურადრება.
აღსანიშნავია, რომ სენაკში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქალაქში, ,,ქართულმა ოცნებამ,, მერის ახალი კანდიდტურა დააყენა. ლევან კუპრეიშვილი, რომელიც ,,საქართველოს რკინიგზის,, ერთ-ერთი შვილობილი კომპანიის დირექტორი გახლდათ, სხვადასხვა ქალაქის რკინიგზის სადგურებში საპირფარეშოებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით იყო დაკავებული… თუმცა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, სენაკელებისთვის მოულოდნელად, ,,ოცნებამ,, ის მერობის კანდიდატადა დაასახელა. ახალგაზრდა პიროვნება, რომელსაც ადრე პოლიტიკასთან დიდი შეხება არ ჰქონია, როგორც დაახლოებული წყაროები აცხადებენ, კახა კალაძესთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა სიძემ ,,გაქაჩა,, სენაკის მერობის კანდიდატად.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-ვინ არის პატრიარქის სახლს შეფარებული მუსტაფა ზორლუჯანი?
შემდეგი სტატიაპირველმა ლედიმ საქველმოქმედო აუქციონზე საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები წარადგინა