შაბათის ეთერის ხმაურიანი გამოძიების შემდეგ უკვე რამდენიმე საათი გავიდა, თუმცა ამ დრომე ფაქტის მოკვლევით არცერთი შესაბამისი უწყება არ დაინტეერსებულა. საქმე ეხება ზვიად ხარაზიშვილსა და გიორგი სინჯიკაშვილის შორის არსებულ დაპირისპირებას.
იურისტები ფიქრობენ, რომ საგამოძიებო უწყებები ამ საქმესაც თაროზე შემოდებენ, რადგან ფაქტის გამოძიება ხელისუფლების ინტერესში არ შედის. ადვოკატი ნესტან ლონდარიძე ამბობს, რომ მსგავსი გამოუძიებელი საქმეები ქვეყანას ქაოსამდე მიიყვანს.
ის, პირები, რომლებიც აქციების განმავლობაში გადამეტებული ძალით სარგებლობენ, დღეს უფრო მეტად მისცეს მათ ხელშეუხებლობის გარანტია. მსგავსი ტიპის საქმეებიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ხელისუფლება მფარველობს იმ პირებს, რომლებიც მათ ინტერესში შედის და მათ ინტერესებს ემსახურება. ეს გამოუძიებელი საქმეები ქვეყანას იქამდე მიიყვანს, რომ სრულ ქაოსს მივიღებთ, რა საფრთხის წინაშეც დღეს ნამდვილად ვდგავართ, – ამბობს ნესტან ლონდარიძე.
საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე ფიქრობს, რომ ინფორმაცია, რომელიც მედიით გავრცელდა, საკმარისი საფუძველია იმისტვის, რომ შესაბამისმა უწყებებმა გამოძიება დაწყონ.
ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა მედიით, ძალიან საგანგაშოა. ეს აჩვენებს იმას, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები არ ფუნქციონირებენ სატანადოდ და ეს გარჩევები თუ ა.შ. ქმედებები, სრულიად სცდება იმ ჩარჩოებს როგორც უნდა იქცეოდნენ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები და როგორც უნდა ფუნქციონირებდეს შესაბამისი სახელმწიფო უწყებები. ის ინფორმაცია, რომელიც მედიით ვრცელდება, არის საკმარისი საფუძველი იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს და დადგინდეს, კონკრეტული დანაშაული მოხდა თუ არა. მოლოდინი იმის, რომ დანაშაული გაიხსნება და გამოძიების დაწყებას რაიმე შედეგი მოჰყვება ან თუნდაც გამოძიება დაიწყება, რა თქმა უნდა, ძალიან დაბალია, – ამბობს საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით დგინდება, რომ ხარებას ელიტური რაზმის თანამშრომლები და ასევე გიორგი სინჯიკაშვილის ახლო გარემოცვის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და სწორედ ეს არ აპატია ზვიად ხარაზიშვილმა სინჯიკაშვილს. სწორე ხარებას მუქარის შემდეგ ქრება გიორგი სინჯიკაშვილის კვალი, მის საცხოვრებელ სახლთან კი ჩნდებიან ადამიანები, რომლებიც მის უსაფრთხოებას იცავენ.
წყარო:ტვ პირველი