დიდი დანაკლისია ქვეყნისთვის – მიხეილ სააკაშვილი ვანო ნადირაძის გარდაცვალებაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მებრძოლს, ვანო ნადირაძეს პოსტს უძღვნის და ამბობს, რომ მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქვეყნისთვის.

“გარდაიცვალა ვანო ნადირაძე, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება შესწირა თავისუფლებისთვის ბრძოლას, საქართველოში და უკრაინაში.

როცა მე პოროშენკომ უკრაინიდან პოლონეთში გამაძევა, ვანოც გააძევეს უკრაინიდან საქართველოში, მაგრამ ცოტახნის შემდეგ ვანომ მოლდოვის გავლით კვლავ მოახერხა უკრაინაში დაბრუნება და ჩაება აქტიურ ბრძოლაში რუსეთის წინააღმდეგ.

ასეთი იყო ვანო, მუდმივად მოუსვენარი და შეუპოვარი. დიდი დანაკლისია, არამარტო ჩვენი ქვეყნისთვის. ვუსამძიმრებ მის დედას, რომელმაც გმირი შვილი გაზარდა და მისი ოჯახის ყველა წევრს.

ვიდრე საქართველოს ჰყავს მსგავსი გმირები, საქართველო არ დამარცხდება!
დიდება გმირებს!”, – წერს მიხეილ სააკაშვილი

banner
წინა სტატიაში4 ივლისს, 19:00 საათზე, გაიმართება აშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მარში
შემდეგი სტატიაანუ? რა გავიგეთ? სწორია: მერამდენედ არაფერი – ანა წითლიძე სალომე ზურაბიშვილის გამოსვლაზე