დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჩაილურის ტყეში ხანძარია. ცეცხლი ტყის მასივს გუშინ, საღამოს გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ცეცხლი ხმელ ფოთლებს უკიდია.

ადგილზე ოთხი მუნიციპალიტეტის სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადებია მობილიზებული და ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ჯერჯერობით უცნობია, ხანძრის შედეგად რამდენი ჰექტარი ფართობი დაიწვა. ხანძრის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ვაშაძე დაინტერესებულ ადამიანებს სამუშაო შეხვედრას სთავაზობს
შემდეგი სტატიასაქართველოში უნალექო ამინდი 7 ნოემბრამდე შენარჩუნდება