15.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს საგარეო უწყების თანახმად, ილია დარჩიაშვილი ასევე, დაინიშნა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად.

„ილია დარჩიაშვილი 2022 – 2024 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი;

2017-2021 წლებში – პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

ილია დარჩიაშვილს ეკავა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობები. აგრეთვე, მუშაობდა აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე სსიპ “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში”.

ილია დარჩიაშვილს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა პირველი მოსმენით საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები მიიღო
შემდეგი სტატიასაქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მთაწმინდის პანთეონის მიმართულებით მსვლელობა მიმდინარეობს