ჯო ბაიდენი – მე ვარ ხელოვნური ინტელექტი, რომელიმე თქვენგანი თუ ფიქრობს, რომ ლინკოლნი ვარ, ხელოვნურ ინტელექტს დააბრალეთ

მე ვარ ხელოვნური ინტელექტი. რომელიმე თქვენგანი თუ ფიქრობს, რომ მე ლინკოლნი ვარ, ხელოვნურ ინტელექტს დააბრალეთ, – ასე იხუმრა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე შვიდი კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

აშშ-ის ლიდერმა გამოაცხადა, რომ შვიდმა ტექნოლოგიურმა კომპანიამ საკუთარ თავზე აიღო ნებაყოფლობითი ვალდებულება ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

კერძოდ, დაპირებებს შორის არის ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი მასალების მონიშვნის ვალდებულება. ასევე, კომპანიები პირობას დებენ, რომ ახალი სისტემების გამოშვებამდე მათი დეტალური შემოწმება მოხდება.

banner
წინა სტატიაშითეთრი სახლის ინფორმაციით, უკრაინა დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს, რომლის მოცულობა 400 მილიონი აშშ დოლარი იქნება
შემდეგი სტატიამეტრო „ვარკეთილთან“ ახალგაზრდა კაცი დაჭრეს