დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალი მინისტრი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ახალი მინისტრი გრანტ შაპსი კიევში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ზელენსკის ადმინისტრაციის ცნობით, მან ბრიტანეთს მტკიცე მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით კი შორი დისტანციის რაკეტების გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ დახმარებამ უკრაინის ჯარის შესაძლებლობები მკვეთრად გაზარდა.

“მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის საკითხები, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდის წინ. ცალკე აღინიშნა შვიდი ჯგუფის მიერ ვილნიუსის ნატოს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის მიღება და მოლაპარაკებების დაწყება დიდ ბრიტანეთთან უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შესაბამისი ორმხრივი შეთანხმების დადების შესახებ”, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშილავროვი – რუსეთი მზადაა უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ადგილზე არსებული რეალობისა და რუსეთის უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით
შემდეგი სტატიარუსების მიერ გაშვებული “შაჰიდის” ტიპის 44 დრონიდან 34 გავანადგურეთ – უკრაინა