დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი, სერ ალან დუნკანი, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია

ne5a0059საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი, სერ ალან დუნკანი, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია.

იგი ადგილზე გაეცნო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში რუსეთის ფედერაციის მიერ მავთულხლართების გავლების შედეგად არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. სერ ალან დუნკანი ადგილობრივ მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათგან მოისმინა არსებული პრობლემების თაობაზე.

„მე მინდოდა ჩემი თვალით მენახა ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან შექმნილი ვითარება. ეს არის აშკარა, ხილული მტკიცებულება რუსეთის ქმედებების. ამიტომ ბრიტანეთი სრულად უჭერს მხარს საქართველოს. ეს არის ზუსტად ის საფრთხე, რომელსაც ჩვენ სერიოზულად უნდა მივუდგეთ და გავუმკლავდეთ ერთად, გაერთიანებული ძალებით“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა.

banner
წინა სტატიაში25 ნოემბერს ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4852 ლარი იქნება
შემდეგი სტატიათანხა რასაც წელს ვერ მივიღებთ ნამდვილად გადავა შემდეგ წელს და შემდეგ წელს ჩვენ მივიღებთ 285 მილიონ ლარს