დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო ხაზინამ, შესაძლოა “ოცნების” მაღალჩინოსნების სანქცირების საკითხი განიხილოს – ლორდთა პალატის წევრმა, ბარონესა მარგარეტ ქურანმა სახელმწიფო ხაზინას რამდენიმე კითხვით მიმართა, მათ შორის ჰკითხა, განიხილავენ თუ არა იმ “ოცნების” მაღალჩინოსნების სანქცირებას, ვინც სანქცირებულ “ტვ იმედთან” და “პოსტ-ტვისთან” თანამშრომლობას განაგრძობენ.
ასევე ბარონესაას აინტერებს, მაშ შემდეგ, რაც ბრიტანეთმა მიიღო სანქცირების გადაწყვეტილება ქართული ტელეარხების წინააღმდეგ, შეატყობინეს თუ არა ლონდონის საფონდო ბირჟაზე რეგისტრირებულ ქართულ საბანკო ინსტიტუტებს ამ სანქციების შეუსრულებლობსი შემთხვევაში, რა საფრთხეებსი წინაშე დგანან ეს კონკრეტული საბანკო ინსტიტუტები – ამ შემთხვევაში ის გულისხმობს საქართველოს და თბს ბანკს.
ასევე კითხვა შეეხებოდა, აპირებს თუ არა სახელმწიფო ხაზინა ქართულ ბიზნესს გააგებინოს იმის შესახებ, თუ რა საფრთხე ემუქრება მათ თუ არ შესარულებენ ბრიტანეთის სანქციებს.
ბრიტანეთის ხაზინას ახლა ვადა 16 მარტამდე აქვს, რომ ბარონენასას ამ კითხვებს პასუხი გასცეს.
“ოცნებაში” კი ამბობენ, რომ დიდი ბრიტნეთიდან საქნციებს არ ელოდებიან. გია ვოლსკის თქმით, ასევე დაუსაბუთებელია ოფიციალური ლონდონის მხრიდან, რატომ დასანქცირეს მათ “იმედი” და “პოსტ-ტვ”.

















