თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დღეს თურქეთში ორდღიანი ვიზიტით დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ჯეიმს კლევერლი ჩადის.
„13-14 სექტემბერს ჩვენს ქვეყანას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების მინისტრი, ეწვევა. მოსალოდნელია, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე ორმხრივ ურთიერთობებსა და აქტუალურ რეგიონულ და საერთაშორისო საკითხებზე იმსჯელებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
თურქული მედიის ინფორმაციით, საუბარი ასევე უკრაინაში ომს და შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივას შეეხება.
დღეს ჯეიმს კლევერლი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჰაკან ფიდანს შეხვდება.
„მოსალოდნელია, რომ შეხვედრის დროს რუსეთ-უკრაინის ომის, მარცვლეულის ინიციატივის და ნატო-ში შვედეთის გაწევრიანების საკითხები განიხილება“, – აღნიშნავს თურქული NTV.
შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.