დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმს კლევერლი ისრაელში ჩავიდა.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს ისრაელში ჩავიდა, რათა გამოხატოს დიდი ბრიტანეთის ურყევი სოლიდარობა ისრაელელი ხალხის მიმართ „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმების შემდეგ“, – განაცხადა საგარეო უწყების წარმომადგენელმა.

როგორც „როიტერი“ წერს, დიდმა ბრიტანეთმა, თავის დასავლელ მოკავშირეებთან ერთად, მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელს და დაგმო „ჰამასის“ თავდასხმები.

banner
წინა სტატიაშიისრაელში აშშ-ის სამხედრო დახმარების პირველი პარტია ჩავიდა
შემდეგი სტატიაფულს ვინც იხდის, ის უკვეთავს მუსიკას, კეზერაშვილი იხდის ფულს და წავიდა ორკესტრი, რომ მიიღოს ახალი რეპერტუარი, მოქმედების გეგმა – ოდიშარია