საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“ ითხოვს.
„დღეს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ცნობილ ქართველ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს ორ წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მისთვის შეფარდებული სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”, – წერია განცხადებაში.















