14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

დიდი ბრიტანეთის საელჩო მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“ ითხოვს

საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩო „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის „დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“ ითხოვს.

საელჩო გავრცელებულ განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილი სასჯელი „არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია“.

„დღეს ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ცნობილ ქართველ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს ორ წლიანი პატიმრობა შეეფარდა. მისთვის შეფარდებული სასჯელი არაპროპორციული და პოლიტიკურად მოტივირებულია, ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას”, –
წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიეუთო-ს წარმომადგენელი მზია ამაღლობელზე: მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, მისი დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ
შემდეგი სტატიაგია ჯაფარიძე: ბოდიშის კამპანიის გაგრძელება იყო კობახიძის ღია წერილი, რომელსაც ის მიზანი აქვს, რომ აგვისტოს ომი ჩამორეცხოს რუსეთს