დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო ანგარიშით, უკრაინა სავარაუდოდ, სევეროდონეცკ-ლისიჩანსკის დაცვის ხელახალ კონფიგურაციას ახდენს

უკრაინა სავარაუდოდ, სევეროდონეცკ-ლისიჩანსკის სექტორის დაცვის ხელახალ კონფიგურაციას ახდენს, რადგან რუსული ჯავშანტექნიკა ტერიტორიის სამხრეთით მიღწევას აგრძელებს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო ანგარიშშია აღნიშნული.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსულმა უმაღლესმა სარდლობამ ოპერატიული სამეთაურო პოზიციებიდან რამდენიმე გენერალი გაათავისუფლა.

„ივნისის დასაწყისიდან რუსეთის უმაღლესმა სარდლობამ დიდი ალბათობით, უკრაინის ომში ძირითადი ოპერატიული სამეთაურო პოზიციებიდან რამდენიმე გენერალი ჩამოაცილა. მათ შორისაა, საჰაერო სადესანტო ძალების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ანდრეი სერდიუკოვი და სამხრეთის ძალების ჯგუფის მეთაური, არმიის გენერალი ალექსანდრე დვორნიკოვი.

დვორნიკოვი გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სავარაუდოდ მოქმედებდა, როგორც ოპერაციული მეთაური. სამხრეთის ძალების სარდლობა სავარაუდოდ, გენერალ-პოლკოვნიკ სერგეი სუროვიკინს გადაეცემა, რადგან სამხრეთის ძალები რუსეთის მიერ დონბასში შეტევებისას ცენტრალურ პოზიციაზეა. 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, სუროვიკინის კარიერას თან სდევდა კორუფციისა და სისასტიკის ბრალდებები”, – ნათქვამია ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის საგანგებო განცხადება
შემდეგი სტატიავაკის რაიონში რამდენიმე მისამართზე ლიფტების რეაბილიტაცია განხორციელდა