3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ირანში საელჩოს თანამშრომლები ქვეყნიდან გაიყვანა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ რეგიონში არსებული ვითარების გამო ირანში საელჩოს თანამშრომლები ქვეყნიდან გაიყვანა. ამის შესახებ „სქაი ნიუსი“ წერს.

დიდი ბრიტანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ საელჩო მუშაობას დისტანციურად აგრძელებს.

„არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები და დროებით გავიყვანეთ ბრიტანელი თანამშრომლები ირანიდან“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

მანამდე ისრაელში აშშ-ის ელჩმა, მაიკ ჰაკაბიმ თანამშრომლებს გაუგზავნა შეტყობინება, რომ ვისაც ისრაელის დატოვების სურვილი აქვს, ქვეყანა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს. ამასთან, ჩინეთმა საკუთარი მოქალაქეები გააფრთხილა, თავი აარიდონ ირანში მოგზაურობას.

banner
წინა სტატიაშიტელეკომპანია “იმედი” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაევროკავშირის გაფართოების პროცესის ახალი წესები – ევროკომისარ მარტა კოსის თქმით, პროექტს რამდენიმე თვეში წარადგენენ