“დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოსადმი, როგორც საერთაშორისო პარტნიორისა და რეგიონში დემოკრატიული მოდელისადმი, ურყევია”

დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოსადმი, როგორც უსაფრთხოების სფეროში, ისე საერთაშორისო პარტნიორისა და რეგიონში დემოკრატიული მოდელისადმი ურყევია. ამის შესახებ საქართველოში ვიზიტთ მყოფმა დიდი ბრიტანეთის ევროპისა და ამერიკის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრმა, ალან დუნკანმა განაცხადა.

როგორც დუნკანმა მიხეილ ჯანელიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებს, ქართველი სამხედროები ასრულებენ ფანტასტიურ როლს.

„თქვენ ხართ თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ნამდვილი მაგალითი. გილოცავთ დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც კონკურენტული, კარგად ამდინისტრირებული და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემით ჩატარებული. დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს ორმხრივი მჭიდრო ურთიერთიბების ხანგრძლვი ისტორია აქვთ, რომელიც ოლივერ უორდროპის პერიოდიდან იწყება, რომელიც იყო დიდ ბრიტანეთის პირველი კომისარი ტრანსკავკასიაში. ჩვენ მას პატვს მივაგებთ ჩვენი სტრატეგიული ორმხრივი დიალოგისთვის მისი სახელის წოდებით. მოხარული ვარ, რომ ეს ხდება აქ, თბილისში“,-აღნიშნა დუნკანმა.

ამასთან, საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, წელს „უორდროპის დიალოგი“ გადადის განვითარების ახალ ეტაპზე, რაც აისახება წლევანდელი დიალოგის ერთობლივ დეკლარაციაში. კერძოდ, მიღწეულა შეთანხმება, რომ ეს ფორმატი მასშტაბურ სტრატეგიულ ხასიათს მიიღებს და მას „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი“ ეწოდება.

მუშაობა წარიმართება სამი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში: პოლიტიკა, თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკა და ვაჭრობა; ხალხთაშორისი ურთიერთობები, კულტურა და განათლება.

ასევე მიღწეულა შეთანხმება, რომ ჩამოყალიბდება დიალოგის საპარლამენტო და საექსპერტო განზომილებები. 4-8 დეკემბერს თბილისს ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება დიდი ბრიტანეთის პარლამენტის პარტიათაშორისი ჯგუფის დელეგაცია, რომელსაც უმასპინძლებს საქართველოს ახლად არჩეული პარლამენტი. უახლოეს მომავალში ასევე ჩატარდება მრგვალი მაგიდა ბრიტანელი და ქართველი ექსპერტების მონაწილეობით საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: აგულაშვილი და გიორგაძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა იქნენ მიცემული
შემდეგი სტატია“ბატონო პრეზიდენტო, საინტერესოა, იცით თუ არა, რა არის სავალდებულო სამხედრო სამსახური?” – “გირჩის” მიმართვა