დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მდივანი აცხადებს, რომ 8 დეკემბრიდან ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინაცია დაიწყება

დიდი ბრიტანეთის კლინიკები ხვალიდან კომპანია „ბიონტექისა“ და „ფაიზერის“ მიერ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ შექმნილ ვაქცინას მიიღებენ და სამშაბათიდან ვაქცინაციას დაიწყებენ.

ჯანდაცვის მდივანი, მეტ ჰენკოკი ამბობს, რომ ეს ქვეყნისთვის და მსოფლიოსთვისაც „ისტორიული მომენტია“ .

გაყინულ კონტეინერებს, რომლებშიც ვაქცინაა მოთავსებული, ბრიტანეთში ბელგიიდან ჩაიტანენ.

ვაქცინით პირველ რიგში ვირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი ექიმები, 80 წელს გადაცილებულები, მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები ხანდაზმულები და იქ დასაქმებული ადამიანები აიცრებიან.

საწყის ეტაპზე ინგლისში ვაქცინის ადმინისტრირებისთვის 50 საავადმყოფო შეირჩა. მომდევნო კვირიდან ქვეყანაში ვაქცინის 800 000 დოზა იქნება ხელმისაწვდომი. ამ ეტაპისთვის მთავრობას ვაქცინის 40 მილიონი დოზა აქვს შეკვეთილი, რაც 20 მილიონი ადამიანის ასაცრელად იქნება საკმარისი.

banner
წინა სტატიაშისერგო ჩიხლაძე – ხელისუფლებისგან ჯერ მესამე რაუნდზე პასუხი არ გვაქვს
შემდეგი სტატიალალი ტურძელაძე – თუ კვლავ სტაბილური მდგომარეობა იქნება, კახი კავსაძეს თერაპიულ ბლოკში გადავიყვანთ