გაერთიანებული სამეფოს მიერ ქართული ოცნების პროპაგანდისტული არხები TV იმედისა და POSTV-ის დასანქცირების შემდეგ, ელჩი გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს – ის უწყებაში ცოტა ხნის წინ მივიდა.
ამის შესახებ განცხადება, მაკა ბოჭორიშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში 25 თებერვალს გააკეთა და თქვა, რომ მოითხოვენ “განმარტებას, რა არის საფუძველი ასეთი გადაწყვეტილების”.
შეგახსენებთ, რომ 24 თებერვალს გაერთიანებულმა სამეფომ პროპაგანდისტული სამთავრობო მედიები, TV იმედი და POSTV “რუსული დეზინფორმაციის გავრცელების” გამო სანქცირებულ ერთეულთა სიაში შეიყვანა, რის ფარგლებშიც მათ სამი კატეგორიის სანქციები შეეხოთ: აქტივების გაყინვა, სატრასტო მომსახურების სანქციები და დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქცია

















