დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეთ უორდი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალებას ეხმაურება.
ელჩის განცხადება ბრიტანეთის საელჩოს გვერდზე ქართულ ენაზე ჩაწერილი ვიდეოთი ვრცელდება.
“ილია II-ის შეუდარებელმა ღვაწლმა განუზომელი გავლენა იქონია ქართველი ხალხის ცხოვრებასა და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე. ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ ქართველ ხალხს” – აცხადებს გარეთ უორდი.
















