დიდი ბრიტანეთის დაზვერვა რუსეთ-უკრაინის ომის მორიგ სადაზვერვო ანგარიშს ავრცელებს

რუსული ძალები დონბასის რეგიონის ქალაქ ლისიჩანსკის სამხრეთის მისადგომებისკენ დიდი ალბათობით, 5 კილომეტრით დაწინაურდნენ, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ რუსეთ-უკრაინის ომის მორიგ სადაზვერვო ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების თქმით, რუსეთის მცდელობები, რომ დასავლეთ დონეცკის რეგიონი აიღოს, შეფერხებულია.

„19 ივნისიდან მოყოლებული, რუსული ძალები ქალაქ ლისიჩანსკის სამხრეთის მისადგომებისკენ დიდი ალბათობით, 5 კილომეტრით დაწინაურდნენ. ზოგიერთმა უკრაინულმა შენაერთმა, სავარაუდოდ ალყაში მოქცევისგან თავის არიდების მიზნით, უკან დაიხია. რუსეთის გაუმჯობესებული მაჩვენებლები ამ სექტორში სავარაუდოდ, დანაყოფების ბოლოდროინდელი გაძლიერებისა და ცეცხლის მასობრივი გახსნის შედეგია. რუსული ძალები ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის მონაკვეთს მზარდი ზეწოლის ქვეშ აყენებენ, თუმცა მათი მცდელობები, რომ დასავლეთ დონეცკის რეგიონის აღების მიზნით უფრო მძლავრი ალყა შემოარტყან, შეფერხებულია“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისამივე ქვეყანას მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი – აშშ-ის ჰელსინკის კომისია ევროპულ საბჭოს
შემდეგი სტატიაუკრაინაში 34 430 რუსი ჯარისკაცი მოკლეს – ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი