დიდი ბრიტანეთის ახალდანიშნული პრემიერი – უპირველესი ვალდებულება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა და თავდაცვის გაძლიერება იქნება

დიდი ბრიტანეთის ახალდანიშნული პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის განცხადებით, მისი უპირველესი ვალდებულება ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა და თავდაცვის გაძლიერება იქნება. ამის შესახებ განცხადება სტარმერმა მედიისთვის გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ბრიტანეთის მთავრობის ახალი მეთაურის თქმით, მან უკვე გამართა მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან, რა დროსაც, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხიც განიხილებოდა.

სტარმერის თქმით, მომავალ კვირაში ვაშინგტონში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე ის დიდი ბრიტანეთის მხრიდან ნატო-ს მხარდაჭერას დააფიქსირებს.

მანამდე კი დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ედინბურგში ჩავა, სადაც შოტლანდიის მთავრობის ხელმძღვანელებს შეხვდება.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მიერ გაშვებული 13 “შაჰიდიდან” 13 ჩამოვაგდეთ – უკრაინის საჰაერო ძალები
შემდეგი სტატიასტოლტენბერგი – მარკ რუტე იქნება ნატო-ს შესანიშნავი გენერალური მდივანი