დიდი ბრიტანეთის 50 – ზე მეტი პარლამენტარის წერილი: ”თურქეთში ადამიანის უფლებების დარღვევებთან მიმართებაში უფრო აქტიური პოზიცია უნდა იქნას დაკავებული”

კონსერვატიული პარტიის დეპუტატ კრისპინ ბლანტისა და ლეიბორისტული პარტიის დეპუტატ ჰილარი ბენის ინიციატივით, 50-ზე მეტმა პარლამენტარმა ბორის ჯონსონის მთავრობას მოუწოდა “უფრო აქტიური პოზიცია დაიკავონ თურქეთში ადამიანის უფლებების დარღვევებთან მიმართებაში”.

 

საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ რააბის მისამართით გაგზავნილ წერილში პარლამენტარებმა ჩამოთვალეს ის ნაბიჯები, რაც მათი აზრით უნდა გადადგას  ბრიტანეთის მთავრობამ თურქეთთან ურთიერთობებში.

 

წერილში აგრეთვე აღნიშნულია, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობის პერიოდში თურქეთში ადამიანის უფლებების მხრივ სახეზეა აშკარა რეგრესი და რომ თურქი ნაციის წინაშე ინგლისის ვალდებულებაა მოსთხოვოს თურქეთის ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვა, პლურალიზმის და დემოკრატიის პრინციპების პრაქტიკაში გატარება.

ასევე, წერილში ნახსენებია პარტია HDP-ს (სახალხო დემოკრატიული პარტია) წევრ ომერ ფარუკ გერგერლიოღლუს და ადამიანის უფლებების ფონდის (İHD) გენერალური დირექტორ ოზთურქ თურქდოღანისთვის თავისუფლების აღკვეთის ფაქტი და ის, რომ აღნიშნული ქმედებები კიდევ უფრო აღრმავებს იმ ეჭვებს, რომ თურქეთის მოქმედი ხელისუფლება სერიოზულ უკუსვლას განიცდის დემოკრატიული ღირებულებების კუთხით.

 

„უნდა იქნას გაგზავნილი მკაფიო გზავნილი იმასთან დაკავსირებით, რომ ინგლისის პარტნიორობა არ არის უპირობო“

 

 პარლამენტარებმა დადებითად შეაფასეს ის ფაქტი, რომ საკონსტიუტციო სასამართლოში განახლდა პარტია HDP-ს დახურვასთან დაკავშირებული პროცესი, თუმცა აღინიშნა ისიც, რომ გარდა ხსენებული პარტიის წევრებისა, თავისუფლება აღკვეთილი აქვს ასობით სხვა პოლიტიკოსს

მიმართვაში აგრეთვე მკაცრადაა დაგმობილი ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს მიერ ერაყში მძევლად აყვანილი 13 თურქეთის მოქალაქის მკვლელობის ფაქტი.

 

თურქეთის ხელისუფლების მიერ სტამბულის ხელშეკრულებიდან გასვლა საგანგაშოა

მიმართვაზე ხელმომწერი პარლამენტარები აგრეთვე შეშფოთებას გამოხატავენ თურქეთის ხელისუფლების მიერ სტამბულის ხელშეკრულებიდან გასვლის გამო.

ამასთანავე აღნიშნულია, რომ იმედის მომცემი სიახლეა ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის ინიცირება და ის, რომ აუცილებელია თურქეთის მიერ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.

წერილში აგრეთვე ნათქვამია, რომ აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აქვს ცხადად გამოკვეთილი პოზიცია თურქეთთან დაკავშირებით და რომ ინგლისიც იმავე მიმართულებით განაგრძობს მოქმედებას.

მიმართვას, რომელზეც ხელს აწერენ კონსერვატიული, ლეიბორისტული და ლიბერალ-დემოკრატიული პარტიების წევრები, საგარეო საქმეთა მინისტრ დომინიკ რააბის მხრიდან ორი კვირის განმავლობაში უნდა გაეცეს პასუხი.

 

https://www.bbc.com/turkce/haberler-dunya-57117130

 

banner
წინა სტატიაშიგაერო ისრაელსა და პალესტინას ძალადობის შეჩერებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიაჯანმო – სამუშაო საათების რაოდენობის ზრდის გამო, ადამიანებში ინსულტის საფრთხე იმატებს