32.9 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პროგრამას შეუერთდა

დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის ევროკავშირის 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პროგრამას შეუერთდა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„მივესალმებით შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც აღნიშნავს მოლაპარაკებების დასრულებას დიდი ბრიტანეთის მონაწილეობის შესახებ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების პროგრამაში“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეთანხმების ფარგლებში ბრიტანული თავდაცვის კომპანიები ევროკავშირის სესხით დაფინანსებული შესყიდვების ტენდერებში მონაწილეობას მიიღებენ.

„ჩვენს ევროპელ მოკავშირეებთან მუშაობით, ვაძლიერებთ უკრაინის მხარდაჭერას და რუსეთზე ზეწოლას ვზრდით. ეს შეთანხმება დაეხმარება უკრაინას, მიიღოს ის მხარდაჭერა, რაც მას სჭირდება რუსული აგრესიისგან თავის დასაცავად, ამავდროულად კი, ბრიტანულ თავდაცვის კომპანიებს მხარს დაუჭერს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა

banner
წინა სტატიაშიშიო III: ნუ უგულებელვყოფთ უმთავრეს სამკურნალოს ჩვენი სულისა, სიყვარულს მოყვასისადმი, მოწყალებას, თანალმობას, თანაგრძნობას
შემდეგი სტატიაიგორ ნარმანია: დაგეგმილი რეფორმის მიზანია პარტიის გაძლიერება