დიდი ბრიტანეთი უკრაინას მალე რამდენიმე სამხედრო ხომალდს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას მალე რამდენიმე სამხედრო ხომალდს გადასცემს. უკრაინის შეიარაღებული ძალები უკვე გადიან შესაბამის წვრთნებს.

ამის შესახებ უკრაინის ელჩმა დიდ ბრიტანეთში ვადიმ პრისტაიკომ Suspilny-ის კომენტარში განაცხადა.

პრისტაიკოს თქმით, მან საზღვაო ხომალდი მოინახულა, რომელსაც უკრაინას უახლოეს მომავალში გადასცემს.

“მასზე უკვე მიმდინარეობს ჩვენი სამხედრო წვრთნები. ისინი აკონტროლებენ გემს, აკონტროლებენ იარაღს”, – განაცხადა დიპლომატმა.

“ჩვენი პრიორიტეტები შეიცვალა. ახლა ჩვენ გვჭირდება ნაღმსაწინააღმდეგო ხომალდები. 2 არის საწყისი ფიგურა, რომლითაც ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ. ეს არის ხომალდები, რომლებიც ემსახურებიან საზღვაო ძალებს”, – თქვა ელჩმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული ხორბლით დატვირთულმა პირველმა გემმა ოდესა დატოვა
შემდეგი სტატიასაპარლამენტო ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს