7.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
banner

დიდი ბრიტანეთი რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების მოხსნას არ აპირებს

“დიდი ბრიტანეთი რუსულ ნავთობზე დაწესებულ სანქციებს არ მოხსნის”, – ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა, მაიკლ შენკსიმ „ბიბისისთან“ განაცხადა.

„სანქციები მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა შენსკიმ.

მისივე თქმით, თუ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს მეტი შესაძლებლობა ექნება, უკრაინის ომში უფრო მეტი რესურსი ჩადოს, ეს სერიოზული შედეგების მომტანი იქნება.

„დიდი ბრიტანეთის მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს საერთოდ არ გააუქმებს“, – განმარტა მაიკლ შენკსიმ.

ცნობისთვის, აშშ-მა რუსული ნავთობის შეძენაზე სანქციები 11 აპრილამდე მოხსნა. როგორც სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა განმარტა, აშშ-მა ქვეყნებს მისცა უფლება, შეიძინონ გემებზე უკვე დატვირთული სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები.

banner
წინა სტატიაში“აქციის მონაწილეები გვაგინებდნენ, გვლანძღავდნენ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს გვეძახდნენ” – სასამართლომ სასახლის დაცვის თანამშრომელი გამოკითხა
შემდეგი სტატიათიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე განავადე ონლაინ მარტივად და ჩაერთე სახალისო თამაშში