დიდი ბრიტანეთი რუსეთის ხელისუფლებას ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის ხელისუფლებას ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, ასევე ყველა მშვიდობიანი დემონსტრანტისა და ჟურნალისტის უპირობო და დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ნათქვამია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, დომინიკ რააბის განცხადებაში, რომელსაც საგარეო უწყება ავრცელებს.

„დიდი ბრიტანეთი მოუწოდებს ალექსეი ნავალნისა და ბოლო ორი კვირის განმავლობაში დაკავებული ყველა მშვიდობიანი დემონსტრანტისა და ჟურნალისტის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისკენ. დღევანდელი უზნეო განაჩენი, პასუხისმგებელი პირების ნაცვლად, მოწამლვის მსხვერპლის დევნა აჩვენებს, რომ რუსეთი არ ასრულებს ყველაზე საბაზისო ვალდებულებებს, რომელიც უნდა შეასრულოს საერთაშორისო საზოგადოების წევრმა“, – ნათქვამია დომინიკ რააბის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშილატვია და ლიეტუვა ევროკავშირს მოუწოდებენ, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის მისჯისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დააწესოს
შემდეგი სტატიანიკა გვარამია: ოპოზიციის ამომრჩეველს არ აინტერესებს მხოლოდ პარლამენტში შესულების კრიტიკა და სამოქმედო გეგმის მოლოდინშია