დიდი ბრიტანეთი “ქართულ ოცნებას” ბოლოჯერ აფრთხილებს – ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს

სტივენ დაუთისა და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრის შესახებ საზოგადოებას არაფერი ეცოდინებოდა, რომ არა კითხვები, რომელიც ბრიტანეთის თემთა პალატაში გაჩნდა. დეპუტატმა საიმონ მიურეიმ სახელმწიფო მინისტრს ოფიციალური მიმართვა გაუგზავნა და წერილობით ახსნა მოითხოვა:
— რა უთხრა ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ადამიანის უფლებებზე,
— კანონის უზენაესობაზე,
— და რეპრესიულ პოლიტიკაზე.

პასუხი სწრაფად მივიდა და სწორედ ამ პასუხიდან ირკვევა, რომ დიდი ბრიტანეთის პოზიცია საქართველოს ხელისუფლების მიმართ არ შეცვლილა. მეტიც: ოფიციალური ლონდონი ემხრობა „ქართული ოცნების“ მიმართ საერთაშორისო წნეხის გაზრდას, რათა ქვეყანა დაბრუნდეს დასავლურ საგარეო კურსზე. სტივენ დაუთიმ ეს მესიჯი პირდაპირ უთხრა მაკა ბოჭორიშვილს.

ამ ყველაფერზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაფერი გაავრცელა. ბოჭორიშვილმაც საჯაროდ არ ახსენა ეს საუბარი. და ეს მაშინ, როცა ასეთი კომუნიკაციები ხელისუფლებას ჩვეულებრივ ლეგიტიმაციის დემონსტრირებისთვის გამოიყენებს. სავარაუდოდ, შეხვედრა ბოჭორიშვილისთვის მარტივი არ ყოფილა.

კომუნიკაცია თავად კობახიძემაც დაადასტურა, თუმცა დეტალების გარეშე.

სხვა მნიშვნელოვანი დეტალიც ირკვევა: სტივენ დაუთი ინტენსიურად ესაუბრება ქართულ მხარეს – ჯერ ბოჭორიშვილს, და მხოლოდ ხუთ დღეში მის პირველ მოადგილეს. რა განსაზღვრავდა ამ ინტერვალს – უცნობია.
ასევე უცნობია, ელოდა თუ არა ამ პერიოდში ბრიტანული მხარე ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს.

სტივენ დაუთი საქართველოსთან მიმართებაში ბრიტანეთის მთავრობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფიგურაა – ის მუშაობს სანქციების თემაზე, მუდმივად ადევნის თვალს ქართულ პოლიტიკურ პროცესებს და დასავლეთის მთავარი კონტრიბუტორია იმ მიმართულებით, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს ყველაზე მკაცრად აკვირდება.

banner
წინა სტატიაშიპუტინი: “ევროპასთან ომს არ ვაპირებთ, თუმცა, თუ ევროპას მოუნდება ომი და დაიწყებს, მზად ვართ”
შემდეგი სტატიაახალი სკანდალი თბილისის გარე განათების პროექტებთან დაკავშირებულ საქმეში