დიდი ბრიტანეთი მზად არის რუსეთში მოსალოდნელი რიგი სცენარებისთვის – სუნაკი

დიდი ბრიტანეთი მზად არის რუსეთში მოსალოდნელი რიგი სცენარებისთვის, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

სუნაკმა აღნიშნა, რომ „ვაგნერის“ დაქირავებული ჯგუფის უშედეგო აჯანყების გამო, ვლადიმერ პუტინი უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ როგორც მეგობრული, ისე რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი მთავრობები ეძებენ პასუხებს იმაზე, რა შეიძლება, მოხდეს ამ მოვლენების შემდეგ რუსეთში.

სუნაკის თქმით, დიდი ბრიტანეთი ყურადღებით აკვირდება მოვლენებს.

„ძალიან ნაადრევია დარწმუნებით ვიწინასწარმეტყველოთ, რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს ამას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მთელი რიგი სცენარისთვის. ეს არის ვითარება, რომელსაც ჩვენ ვაანალიზებდით და ვაკვირდებოდით გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაგნერის ჯგუფსა და პუტინის რეჟიმს შორის დაძაბულობის შესახებ“, – განაცხადა სუნაკმა.

ავტორი – მარიამ ახალაია

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: გაიხსენეთ 2008 წლის ომის შემდგომი პერიოდი – სააკაშვილი ლარსის გამშვებ პუნქტზე რუს ტურისტებს ყვავილებით ხელში ხვდებოდა
შემდეგი სტატიანებისმიერს, რომელიც სახელისუფლებო მართვაშია და პასუხს აგებს ქვეყანაში სტაბილურობის საკითხებთან დაკავშირებით, ყველას მართებს დაფიქრება, რა ხდება ჩვენ გარშემო, პატარა, მცირე რესურსის მქონე სახელმწიფოს რა ემუქრება იმ შემთხვევაში, თუკი დაუფიქრებელ ნაბიჯებს გადადგამს – ვოლსკი