დიდი ბრიტანეთი დონბასის რეგიონში რუს სეპარატისტებს სანქციებს უწესებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ოფისის ცნობით, ქვეყანა დამატებით 206 პირს სანქციებს უწესებს. მათგან 178 რუსეთის მიერ აღიარებულ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას უჭერდა მხარს.

საგარეო საქმეთა ოფისმა განაცხადა, რომ სანქცირებულ პირთა სიაში თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი, ალექსანდრე ანანჩენკო და მთავრობის თავმჯდომარე სერგეი კოზლოვი მოხვდნენ.

ასევე, სამიზნეთა სიაში რუსი ოლიგარქების ოჯახის წევრებიც არიან. მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ცოლს, მარია ლავროვას ბრიტანეთში ჩასვლის აკრძალვა და ანგარიშების გაყინვა ემუქრება.

“აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობაზე საშინელი სარაკეტო თავდასხმების კვალდაკვალ, ჩვენ დღეს სანქციებს ვუწესებთ მათ, ვინც უკანონო სეპარატისტულ რეგიონებს უჭერს მხარს”. – თქვა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ თრასმა.

ბრიტანეთის მთავრობა ასევე მუშაობს სანქციების ახალ პაკეტზე. წინასწარი ინფორმაციით, სანქციათა პაკეტი რკინისა და ფოლადის პროდუქტების იმპორტის, ასევე, კვანტური ტექნოლოგიების, ძვირადღირებული საქონლის ექსპორტის აკრძალვას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშითბილისიდან უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნა გრძელდება
შემდეგი სტატიაპარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა