დიდი ბრიტანეთი და მოკავშირეები უკრაინას კიდევ 150 მლნ ფუნტის სამხედრო დახმარებას მიაწვდიან

დიდი ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები უკრაინას საერთაშორისო ფონდის ფარგლებში 70 მილიონი ფუნტის ღირებულების საჰაერო თავდაცვის რადარებსა და სხვადასხვა სამხედრო აღჭურვილობას გადასცემენ.

დახმარების პაკეტში შედის სამხედრო კატარღები, სათვალთვალო დრონები და უპილოტო ზედაპირული ხომალდები, რომელიც 80 მილიონი ფუნტის ღირებულებისაა.

უკრაინის საერთაშორისო ფონდში უკვე შეგროვდა 900 მილიონი ფუნტი. ყველაზე მსხვილი დონორი სწორედ დიდი ბრიტანეთია, რომელმაც ფონდს 500 მილიონი ფუნტი შესწირა. ამ ალიანსში შედის დანია, ესტონეთი, ფინეთი და გერმანია.

”უკრაინის საერთაშორისო ფონდი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს სასიცოცხლო მხარდაჭერას უწევს”, – ამბობს ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი, გრანტ შაპსი.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი ენტონი ბლინკენს ღია წერილით მიმართავს
შემდეგი სტატია24 მაისს თავისუფლების მოედნიდან შსს-მდე მარში გაიმართება