ბრიტანეთმა გააფრთხილა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, მას შემდეგ, რაც სამეფო ფლოტმა მათ წყლებში მცურავი „რუსული ჯაშუშური ხომალდი“ შენიშნა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ 22 იანვარს ბრიტანეთის პარლამენტს განუცხადა, რომ რუსული ხომალდი Yantar „სადაზვერვო ინფორმაციისა და გაერთიანებული სამეფოს კრიტიკული მნიშვნელობის წყალქვეშა ინფრასტრუქტურაზე რუკების შესადგენად გამოიყენება“.
„ასევე, მინდოდა, რომ პრეზიდენტ პუტინს ეს მესიჯი მოესმინა: ჩვენ გხედავთ, ვიცით, რასაც აკეთებთ და ჩვენ არ მოვერიდებით მტკიცე ქმედებებს ამ ქვეყნის დასაცავად“, – აფრთხილებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი რუსეთს.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ისინი გააგრძელებენ მავნებლური ქმედებების გამოაშკარავებას, რომელსაც პუტინი ხელმძღვანელობს.
„ჩვენ გავაგრძელებთ მავნებლური ქმედებების გამოაშკარავებას, რომელსაც პუტინი ხელმძღვანელობს. ანადგურებს რუსეთის „ჩრდილოვან ფლოტს“, – დასძინა მან.