დიდი ბრიტანეთი ადანაშაულებს რუსეთს დეზინფორმაციის გავრცელებაში

დიდი ბრიტანეთი და პოლონეთი შეშფოთებას გამოხატავენ რუსეთის მიერ პროპაგანდისტული მანქანის გააქტიურებასთან დაკავშირებით.
“ჩვენ მოვილაპარაკეთ, რომ გავაძლიეროთ თანამშრომლობა, რომელიც შეეწინაღმდეგება რეგიონში რუსულ დეზინფორმაციას…ჩვენ ძალიან გვაწუხებს ის ფაქტი, რომ რუსეთისთვის მასმედია პოლიტიკურ იარაღს წარმოადგენს”,- განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ -მინისტრმა ტერეზა მეიმ, რომელიც 21 21 დეკემბერს ვარშავაში შეხვდა პოლონელ კოლეგას მათეუშ მორავეცკის.
ტერეზა მეის განცხადებით, კრემლი ცდილობს ძირი გამოუთხაროს სისტემას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო ნორმებზე, თუმცა მას ეს არ გამოუვა. ინფორმაციას ავრცელებს რადიო “გერმანული ტალღა”.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი აპირებს 26 დეკემბერს უკრაინის უშიშროების სამსახურის სამმართველოში გამოცხადებას
შემდეგი სტატიარუსეთის სამხედრო ბაზის არტილერისტებმა აფხაზეთში 40–ზე მეტი სამხედრო წვრთნა ჩაატარეს