“ეს არის დიდებული მაგალითი ავტორიტარი პოლიტიკოსებისთვის სადაც არ უნდა იყვნენ – წევრ სახელმწიფოებში თუ კანდიდატ ქვეყნებში, ან ე.წ. კანდიდატ ქვეყნებში, რომ დრო არ იცდის”,_ ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი უნგრეთში განვითარებულ მოვლენებს “ევროსკოპთან” ინტერვიუში.
“მოქალაქეები ყველაზე ძლიერი ძალაა, რომ შეცვალონ თავიანთი ბედი. ეს არის მესიჯი თბილისისთვის, ეს არის მესიჯი ბრატისლავასთვის და ყველა ძალაუფლების და მანიპულაციის მოყვარული პოლიტიკოსებისთვის, ვისაც ჰგონიათ, რომ ისინი გაუტეხელნი არიან. დრო მოვა. ჩვენ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ, რა ხდება უნგრეთში, რაგან უნგრეთის არჩევნების შედეგები უნდა იყოს ძალიან მკაფიო სიგნალი საქართველოსთვისაც. ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება, შეიცვალოს პოლიტიკური ლანდშაფტი, როდესაც საზოგადოება ცვლილებებს ითხოვს. ის, რაც ახლა უნგრეთში ხდება, პეტერ მადიარის ფენომენი და ხალხის მობილიზაცია პირდაპირ კავშირშია იმ გამოწვევებთან, რასაც ჩვენ საქართველოში ვხედავთ. ეს არის სიგნალი, რომ ავტოკრატიული ტენდენციები არ არის მარადიული და ევროპული გზა ყოველთვის პოულობს თავის გამოხატულებას, როდესაც მოქალაქეები აქტიურდებიან. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან მკაფიო გზავნილი გავაგზავნეთ. ჩვენ ვხედავთ საქართველოს მომავალს ევროკავშირში, მაგრამ ეს გზა არ არის ავტომატური. ის მოითხოვს კონკრეტულ ნაბიჯებს. ჩენ არ შეგვიძლია, თვალი დავხუჭოთ იმაზე, რაც ხდება, როდესაც ვხედავთ უკან დახევას დემოკრატიული სტანდარტებისგან, როდესაც ვხედავთ თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოებაზე, ეს გვაშფოთებს. ეს არ არის მხოლოდ ჩემი პირადი აზრი, ეს არის ევროპარლამენტარების უმრავლესობის პოზიცია. ჩვენ გვსურს, დავეხმაროთ საქართველოს, გვსურს, ვიხილოთ პროგრესი, მაგრამ მთავრობამ უნდა აჩვენოს, რომ ის მზადაა ევროპული წესებით თამაშისთვის. თქვენ არ შეგიძლიათ, ერთდროულად გინდოდეთ ევროკავშირის წევრობა და ამავე დრო მოქმედებდეთ იმ ღირებულების წინააღმდეგ, რაზეც ეს კავშირი დგას. ეს ასე არ მუშაობს. არჩევანი ქართველი ხალხის და ხელისუფლების ხელშია, ჩვენ კი ველოდებით რეალურ ქმედებებს და არა მხოლოდ სიტყვებს, – ამბობს აუსტრევიჩიუსი.














