დიდ დიღომში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

საბურთალოს რაიონის გამგეობა, დიდ დიღომში, როსტევანისა და ასმათის ქუჩებზე საგზაო სამუშაოებს ახორციელებს.

მიმდინარე პროცესს საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, ასმათის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელი უკვე მოეწყო და ასფალტის საფარის ზედა ფენის დაგება სრულდება. როსტევანის ქუჩაზე კი, ამ ეტაპზე, სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.

აღნიშნულ ქუჩებზე ჯამში, 15 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება. ამ დრომდე, ადგილობრივ მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. პროექტის დასრულების შემდეგ, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ.

ორივე პროექტისთვის საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 1 600 000 ლარი გამოიყო.

banner
წინა სტატიაშისად ერეკლე და სად “ქართული ოცნება”? – ვაშაძე
შემდეგი სტატიამდინარაძე – ოპოზიცია საქართველოს ლანძღვითაა დაკავებული, რათა მოლდოვა და უკრაინა თუ მიიღებენ კანდიდატის სტატუსს, საქართველომ ეს ვერ მოახერხოს და ამაზე ააწყოს გეგმები