დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. შენონაში ჩამსხვრეულია შუშები და არის ხანძარი. არსებული ინფორმაციით, აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან, რომელშიც აფეთქება მოხდა, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქება ახალაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. დაზიანებულია კიდევ რამდენიმე სართული, მათ შორის პირველი სართული. ჩანგრეულია ლიფტი. აფეთქების შედეგად, სავარაუდოდ სამი ადამიანი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში წითელას შემთხვევებმა იმატა
შემდეგი სტატიაშსს დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად არასრულწლოვნის გარდაცვალებას ამ ეტაპზე არ ადასტურებს