დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელი ეწყობა

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას დღეს, დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.
„ყველას ახსოვს ამ ტერიტორიაზე უხვი ნალექის დროს დატბორილი ქუჩები. პროექტის ფარგლებში, ეწყობა სანიაღვრე ქსელი, მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა. ასევე, ანალოგიური სამუშაოები თავდადებულის ქუჩაზეც მიმდინარეობს. ბოლო ეტაპზე, დიდი დიღმის კერძო დასახლებაში სანიაღვრე ქსელს მოვაწყობთ, რაც მანამდე არ არსებობდა. შედეგად, იქ მცხოვრებ მოსახლეობას უხვი ნალექის დროს სახლები არ დაეტბორებათ. მომავალშიც მსგავს პრობლემას ყველგან მოვაგვარებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტის მიხედვით, სანიაღვრე ქსელი 330 გრძივ მეტრზე ეწყობა, რაც უხვი ნალექის დროს, წყლის შეტბორვის პრობლემას მთლიანად მოხსნის.
ადგილზე კახა კალაძესთან ერთად, დედაქალაქის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე იმყოფებოდნენ.

წინა სტატიაშიკალაძე: ქინძს ირაკლი არ უწოდებს, მიხეილ სააკაშვილმა თავის თავს უწოდა, ღარიბაშვილმა უბრალოდ ციტატა მოიყვანა
შემდეგი სტატიავარ აფხაზეთიდან, დიახაც, მე ნამდვილად მაქვს სახლი აფხაზეთში-ნაყოფიას პასუხი პრემიერმინისტრს